
მიხეილ სააკაშვილს, ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა ემოციური წერილი მისწერა.
წერილს ექსპრეზიდენტი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„big uncle! როგორც არასდროს ისე სჭირდები ახლა შენ საქართველოს!
ერთი წლის წინ რომ მითხარი ახლა თუ არ ვიბრძოლებთ საქართველო აღარ იქნებაო მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი თუ რა კოშმარი ტრიალებდა ჩვენს თავს. შენ ყოველთვის უსწრებ დროს და ყველაზე შორს ხედავ. შენი თავგანწირვა ბევრმა ისეთმა ახალგაზრდამ დააფასა ვისაც აქამდე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
მე დღეს გწერ როცორც საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა (მიშას) თაობის წარმომადგენელი და არა როგორც ძმისშვილი. ჩვენ შენ გვჭირდები და გვეიმედები. ძალიან გთხოვ დაიწყე საკვების მიღება ნუ გაახარებ საქართველოს მტრებს! ნუ მოგვიკლავ იმედს.
ვამაყობ შენით. ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ელენე“,- ნათქვამია წერილში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















