
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ 17 ათასამდე დოზა ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა.
მისი თქმით, აღნიშნულ ვაქცინაზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა დაბალი იყო.
„ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა გასდიოდა სექტემბრისა და ოქტომბრის ბოლოს. განსაკუთრებით ეს ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 ათას დოზას. გვინდოდა, „ასტრაზენეკა“ ფართო მასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ვაქცინებთან შედარებით, მოთხოვნა დაბალი იყო.
სექტემბერში ვადა გაუვიდა 3 900 დოზას, ოქტომბერში -13 500 დოზას, ანუ სადღაც 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა, აქედან 15 ათასი დოზა მიღებულია დონაციით.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის განცხადებით, საქართველოში არსებულ ჩინურ ვაქცინებს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ ვადა 2023 წლამდე აქვს, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა 6 თვე ჰქონდა, თუმცა სამი თვით გაუხანგრძლივდა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















