21:28 | 2021-11-01 ავტორი: Prime Time

ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელიც მასაჟის ცენტრში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს

ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელიც მასაჟის ცენტრში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს

სულ რამდენიმე წუთის წინ „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა, ის საქართველოს მოქალაქეა.

 

ვერაზე მდებარე მასაჟის ცენტრში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. თავდამსხმელმა კიდევ ერთ ადამიანს მიაყენა ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა.

Exclusive: ადამიანის გატაცება, სერიული ძარცვა - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები აფხაზეთის ციხიდან გაქცეულები არიან
2021-11-01Exclusive: ადამიანის გატაცება, სერიული ძარცვა - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები აფხაზეთის ციხიდან გაქცეულები არიან

 

მასაჟის ცენტრის თანამშრომლები თავდასხმის მოტივზე ღიად საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ჰყვებიან, რომ მომხმარებელმა, მასაჟის გარდა, დამატებითი მომსახურება მოითხოვა, რაზეც სპეციალისტმა უარი უთხრა და კონფლიქტი ამის შემდეგ დაიწყო. შეკამათების შემდეგ მამაკაცმა მასაჟის ცენტრი დატოვა და მალევე უკან დაბრუნდა. „შემოვარდა და მაშინვე დაარტყა…“ – აცხადებენ თანამშრომლები.

 

მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომლებიც ტაილანდური მასაჟის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა დამონტაჟებული. ჩანაწერები უკვე ამოიღეს სამართალდამცველებმა.

 

28 წლის ტრანსგენდერი ქალი საქართველოში, დროებითი დასაქმების მიზნით, 2 კვირის წინ ჩამოვიდა. მისი ცხედარი ახლა ექსპერტიზის ბიუროშია.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X