
შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს.
„ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ამას ერთვის ისიც, რომ მობილობა არის გაზრდილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იტარებს ვაქცინაციას და ტემპი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ის რისკებიც არსებობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო გადაიტვირთოს.
შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ვაქცინაცია წარმოადგენს მთავარ საბრძოლო საშუალებას პანდემიასთან და მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა,” – აცხადებს გოგინავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა
„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე
VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა






















