
ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, ახალი უფლებადამცველი ჰყავდეს. გელბახიანს სააკაშვილთან შეხვერა დღეს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში PCR-ტესტის პასუხის უქონლობის გამო არ შეუშვეს.
„მე უპირველესად ვარ ადვოკატი და ალბათ, ჩემთან ან მასთან მიმართებაში რაღაც საკითხი აინტერესებს, მე ამ შემთხვევაში, როგორც ადვოკატი შევდივარ, ორდერი მაქვს. ჯერ ალბათ სამართლებრივი პროცედურები არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც მოლაპარაკება არის განზრახული. რადგან მან მოითხოვა, მე ვალდებული ვარ, როგორც ადვოკატი, შევიდე, გავარკვიო სიტუაცია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა სახის მომსახურება უნდა გავუწიო”, – განაცხადა გელბახიანმა.






















