
სამშაბათი მეგაშოუს დღეა. “ნიჭიერის” სცენაზე დღესაც დიდი საოცრებები დატრიალდება.
შოუს ფეისბუქგვერდზე ამ ფოტოს გადავაწყდით. სავარაუდოდ, თიკა ფაცაციას ამ ნომერს, დღეს ვიხილავთ.
თიკა ფაცაცია: – ეს მოხდა “ნიჭიერის” სცენაზე. მახსოვს, ლადო გამოდიოდა, იოგი ლადო. და სპონტანურად გადავწყვიტე, საჰაერო იოგის მიმართულებით, მეც გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობა. ძალიან მაინტერესებდა, რა გამომივიდოდა და… გამართული და ხარისხიანი საჰაერო შპაგატიც გავჭიმე. დანარჩენის ნახვა მეც მაინტერესებს. არ ვიცი, ეს ნომერი როდის გავა ეთერში.
ბავშვობიდან მოქნილი გახლავართ (იცინის). ჩემი თავის იმედი მქონდა. იოგას მივსდევდი, ბოლო პერიოდი პილატესმა გამიტაცა. თუმცა, ბოლო სამი თვეა არ მივარჯიშია.
ჩემი თავი მეიმედებოდა და გავრისკე.
იმდენად მესიამოვნა ეს ნომერი, რომ არც მახსოვს ჟიურის წევრებმა რა კომენტარები გააკეთეს. სავარაუდოდ, არ ელოდნენ.























