16:58 | 2021-11-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დარწმუნებული ვარ, ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – მიხეილ სააკაშვილი

დარწმუნებული ვარ, ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. წერილი მის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ვრცელდება:

 

„მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი. ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან მახარებს.

 

მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ.

 

ასევე მივესალმები ბოიკოტს „ლელოს“ მხრიდან.

 

ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი.

 

ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა. ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.

 

მთავარი ამოცანაა – სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო. ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა, მრავალფეროვანი ერთობა საქართველოსთვის!“, – ვკითხულობთ სააკაშვილის მიმართვაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა

 

Video: “ასეთი ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია. რთული ყოფილა, მაგრამ პირობა – პირობაა” – ზურა ხაჩიძემ სიტყვა შეასრულა და იცეკვა

 

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

 

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X