23:53 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი თქვა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა – მიხეილ სააკაშვილის ექიმი

ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი თქვა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა – მიხეილ სააკაშვილის ექიმი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ტესტები ჩაუტარდება.

 

„დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ექიმებს, რომ თუ შეიძლება კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ, არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X