
კორონავირუსს 27 წლის მონიკა ებანოიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი ყვება, მონიკა ორსულად იყო. საკეისროს კვეთის შემდეგ კი, მისი მდგომარეობა დამძიმდა.
„ვერ ვიჯერებ რომ წახვედი. ვერც მაშინ დავიჯერე შავი პარკივით რაღაცით საავადმყოფოდან რომ გამოგიყვანეს. რამდენიმე დღის უკან, ჯერ კიდევ იმედიანად მწერდი აქედან რომ გამოვალო… წუხდი კესანე მარტო ფოტოთი ვიცი, ნეტა მალე გამწრენო. ქმარ-შვილი მენატრებაო. ნეტავ, გამოვძვრეო და აღარაფერზე დავიწუწუნებ ცხოვრებაშიო, მაინც ვერ გამოძვერი მონჩიკ და წახვედი. ძალიან, ძალიან მენატრები და მიყვარხარ გული მწყდება, რომ ბოლოს ხშირად ვერ გნახულობდი. არ ვიცი, როდესმე თუ დავიჯერებ რომ აღარ ხარ ეს საშინელი კორონა მეზიზღება,“- წერს გვანცა ბურჯანაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:






















