
მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩეგევარას ნაზავი. აქვს რეფორმების და ბრძოლის უნარი, – ამის შესახებ დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს.
„საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს. მისი შემოსვლა ან ასეთი თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში შევა. ეს დარჩება უკვე ლეგენდად ამ ქვეყანაში. კაცი არის ჰაველისა და ჩეგევარას ნაზავი. ორივეს აქვს რეფორმების და ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმითა და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი.
როცა არის ლაპარაკი, რომ ცოდოა მიშაო, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზედაც არ შეიძლება, თქვათ „ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე. სააკაშვილს არაფერი საცოდავი არ აქვს. საცოდავი არის ეს ხელისუფლება. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი, ისეთი გამაგრებული და შეუპოვარია. ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც ბოლოს მოგიღებთ მერე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა






















