
ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის წალენჯიხაში ბინის ყიდვასა და იქ გადასახლებას აპირებს.
მისი თქმით, იქ საბჭოთა და კრიმინალური აზროვნება გატყდა. გარდა ამისა, ხაზარაძე ბიზნესმენებს ანგარიშების გადატანასა და მოგების წალენჯიხაში დატოვებისკენ მოუწოდებს.
“მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას. დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად. ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა






















