01:15 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

„აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა“ – ზურა გურული სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა“ – ზურა გურული სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

აუცრელებს ფასიანი მკურნალობა” – “პრეზიდენტი”.

„დავიღალეთ, გვირჩევნია კოვიდით მოვკვდეთ ვიდრე შეზღუდვებით...“ - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე
2021-11-04„დავიღალეთ, გვირჩევნია კოვიდით მოვკვდეთ ვიდრე შეზღუდვებით...“ - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

 

წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომლებიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში.

 

ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად განწირული იქნება სიკვდილისათვის, რადგან აუცრელების არსებით პროცენტს დაავადება აუცილებლად ურთულდება და მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც ავადმყოფის შენახვა კოლოსალური თანხები ჯდება.

 

პრეზიდენტმა სრულიად მოუხსნა ვალდებულებები მთავრობას და სრული და უპირობო პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა პანდემიისა და აცრების პროცესების არაეფექტურ მართვაზე.

 

მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება”, – წერს ზურაბ გურული.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რისკჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს – “სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

 

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი ⇓

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X