01:28 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

ბაია პატარაია “მეორედ ჩამოტარებული ხინკლის” მხარდასაჭერად ციხესთან მივიდა

ბაია პატარაია “მეორედ ჩამოტარებული ხინკლის” მხარდასაჭერად ციხესთან მივიდა

,,ჩვენ დიდი ხანია გვინდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი ცენტრალური ფიგურაა, სადაც ადამიანის უფლებებს სცემენ პატივს და სადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია”- ეს განცხადება რუსთავის მე-12 ციხესთან უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გააკეთა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილ-პატარაიას facebook დაპირისპირება არც ისე შორეულ წარსულში იყო – უფლებადამცველმა სააკშვილს მეორედ ჩამოტარებული ხინკალი უწოდა… ამ განცხადებას ჯერ კიდევ უკრაინაში მყოფი ექსპრეზიდენტიც გამოეხმაურა.

 

“მე დღეს, პირველ რიგში, აქ ვარ, როგორც უფლებადამცველი და მეორე რიგში, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და ამ ქვეყნის მოქალაქე. დღეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ. რომ დავანებოთ პოლიტიკურ დებატებს თავი, ეს პირველ რიგში, არის ადამიანის უფლებების საკითხი. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო. – განაცხადა პატარაიამ.

„აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა“ - ზურა გურული სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
2021-11-04„აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა“ - ზურა გურული სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

 

თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ – ასე წერდა უფლებადამცველი სააკაშვილზე.

 

“სახელმწიფო არ გვაქვს!

ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?”- დაწერა უფლებადაცმველმა სოციალურ ქსელში.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კი ბაია პატარაიას რუსული დიეტური კატლეტის ჭამა “ურჩია”.

 

” თუ მე მე­ო­რედ ჩა­მო­ტა­რე­ბულ ხინ­კლად მთვლი და მხო­ლოდ, სა­სო­წარ­კვე­თილ­თან გინ­და ამ კერ­ძის ულუ­ფის მი­ღე­ბა, მგო­ნი სჯობს, გა­აგ­რძე­ლოთ რუ­სუ­ლი, დი­ე­ტუ­რი, კატ­ლე­ტის ჭამა, თა­ვის დამ­პა­ლი კომ­ბოს­ტო­თი და კარ­გად გა­ი­თა­ვი­სოთ ეს გემო. არ ვა­პი­რებ ვინ­მეს და­ვამ­ცი­რე­ბი­ნო ის მიღ­წე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, რო­მე­ლიც იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში და უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ზე, სა­დაც ცხოვ­რობს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ second-hand choice ვიყო ვი­ღა­ცის­თვის. Good Luck!” – უპასუხა სააკაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X