
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, თავადაც მომხრეა სავალდებულო აცრის ექიმებსა და მასწავლებლებში.
„ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად მითქვამს. იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფებში სავალდებულოების, მათ შორის ჩემს კოლეგებში და ასევე მასწავლებლებში. მაგრამ, მოგეხსენებათ, სავალდებულოების პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი.
ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან – ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, ადამიანების განწყობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი, ამიტომ მწვანე პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატურიზმი. დარწმუნებული ვარ, მწვანე პასპორტის რიგი პოსტულატები მალე შევა მოქმედებაში ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დღევანდელ კატასტროფულ ეპიდვითარებაზე ყველა პასუხისმგებელია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















