18:01 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

რა კავშირი ჰქონდა პროტეპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს 2001 წელს მოკლულ დათო კაკულიასთან

რა კავშირი ჰქონდა პროტეპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს 2001 წელს მოკლულ დათო კაკულიასთან

პროტეპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისი ცხოვრების შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს ყვება.

 

ფოტოზე, რომელიც 1999 წელს, ციხის საავადმყოფოშია გადაღებული „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია და პროტეპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა აღბეჭდილი.

 

Нет описания.
წინა რიგში, მარცხნივ: გიორგი ზვიადაძე, გვერდით – დათო კაკულია

 

რა კავშირი ჰქონდათ მათ ერთმანეთთან ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ გიორგი ზვიადაძეს მიმართა.

 

„დავით კაკულია ციხეში არ გამიცნია. მის ოჯახს მანამდე ვიცნობდი. დიდი ახლობლობა მქონდა. ვმსახურობდი იქ, სადაც დათოს დედის ოჯახი ცხოვრობდა. როცა სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და მამაოს წყნეთში, ტაძარში ვეხმარებოდი. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვიცნობ ამ ოჯახს.

 

როცა უკვე სასულიერო პირი ვიყავი, მივდიოდი ციხეში და პარაკლისს ვიხდიდი. აღსარებასაც ვიბარებდი. კაკულიასთან ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს, ოჯახის ახლობელს. ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ის მიმხვდარიყო, თუ რა არის სწორი გზა ღვთის წინაშე და როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი.

 

მას ბევრ საკითხთან დაკავშირებით სინანული ჰქონდა. რთულია საუბარი ადამიანის ცხოვრებაზე … უამრავი, რამ არის, რაც რთული სალაპარაკოა. ძალიან ნანობდა… მან ბოლოს აღსარებაც თქვა, გარდაცვალების წინ. ის მოძღვარი ჩემი მეგობარია. მან შეინანა ყველაფერი და გარდაიცვალა სინანულში,“ – ამბობს გიორგი ზვიადაძე.

 

​კითხვაზე, იცნობს თუ არა, დავით კაკულიას შვილებს, რომლებიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად განიხილებიან, გვპასუხობს, რომ მათ არ იცნობს.

 

„ამ საკითხზე ოჯახთან საუბარი არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეწუხებულები არიან ამ ამბით. როგორ შეიძლება, უდიდესი დანაშაულია ეს. დიდი ტკივილი და ცოდვაა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ. დავით კაკულიას შვილებს მე არ ვიცნობ, მშობლებს კი,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას პროტეპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X