16:34 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალო  პრეპარატი დაამტკიცეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ვრცელდება.

 

პრეპარატი შექმნილია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების, „Merck, Sharp and Dohme (MSD)-სა“ და „Ridgeback Biotherapeutics-ის“ მიერ. მისი მიღება, აბის სახითაა შესაძლებელი.

 

კლინიკური კვლევების დროს პრეპარატი დღეში ორჯერ იმ პირებს დაუნიშნეს, რომლებსაც კორონავირუსი ახალი გამოვლნილი ჰქონდათ.

 

კვლევების დროს, პრეპარატმა ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი დაახლოებით ნახევარჯერ შეამცირა.

 

მედიკამენტი, ყველაზე მეტად ეფექტური დაავადების ადრეულ სტადიაზეა. ექიმების რეკომენდაციით, მედიკამენტის მიღება სასურველია რაც შეიძლება მალე, კორონავირუსის დადასტურებიდან.

 

შემქმნელების  განცხადებით, პრეპარატი თანაბრად ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა აქამდე ცნობილი ახალი შტამისა და მომავალში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ.

 

წამალმა ავტორიზაცია მიიღო რისკ ჯგუფებისთვის, როგორიცაა 60 წელს გადაცილებული პაციენტები და დაავადებები: სიმსუქნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. მოწყვლად ჯგუფებს მედიკამენტს დღეში ორჯერ მისცემენ.

 

 

ავტორი: Prime Time

X