
,,ბარემ საქართველოს გამოეყავით და ავტონომია გამოაცხადეთ”, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის საცხოვრებლად წალენჯიხაში გადადის.
,,ლელოს” ლიდერმა რეჟისორს სოციალურ ქსელში უპასუხა.
მამუკა ხაზარაძე:
,,ქეთი, შენ არ ამბობდი, სოფლებში წადითო? ჰოდა, მივდივართ, თან საქმის კეთებას ვაჩვენებთ, როგორ უნდა კოალიციურად”.
ქეთი დოლიძე:
,,ეჰ, მამუკა, ქალაქელები გადასახლდით-თქო, როდის ვთქვი!!! როგორ მენანება ეს ყველაფერი!!! ვიცი, რომ ინანებ, რადგან წაგებულ ბრძოლაში შეხვედი”.
ასევე დაგაინტერესებთ:
კოვიდპაციენტის შეფასება მხოლოდ სატურაციით არ ხდება – ის რაც ბევრმა არ იცის






















