
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის და გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა.
“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გარდაცვალება გვაქვს და ყველა ეს აუცრელი ადამიანია. სახელმწიფომ ყველანაირად იზრუნა იმისთვის, რომ ვაქცინები მოემარაგებინა, შემოეტანა და ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ ავიცრათ, ესაა ყველაზე კარგი საშუალება, რომ სიკვდილისგან გვიხსნას.
ყველა, მთელი ევროპული ქვეყნები იცრება და აქაც, მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა და უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:























