18:11 | 2021-11-05 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია – ირაკლი კობახიძე

ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია – ირაკლი კობახიძე

“ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

 

სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ? დღეში ოფიციალურად 60 ადამიანს ვკარგავთ - გიორგი ფხაკაძე  ​
2021-11-05სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ? დღეში ოფიციალურად 60 ადამიანს ვკარგავთ - გიორგი ფხაკაძე ​

„როდესაც ვიღაცა შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაღაც ობიექტური მოთხოვნა უნდა ჰქონდეს. ვერავინ აყენებს თავის მოთხოვნას, ეს არის აბსტრაქცია. სააკაშვილი ვერაფერს ითხოვს. რა უნდა მოითხოვოს?! 4 ისეთი საქმეა, რაზეც მთელ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია. ყველაფერი საზოგადოების თვალწინ მოხდა. ამას ემატება კიდევ ორი ბრალი, რაც ასევე საზოგადოების თვალწინ მოხდა, ეს იყო 7 ნოემბრის დარბევა და ტელევიზიის მითვისება, რაც ამ 7 ნოემბერს მოჰყვა, ჯერ შეჭრა და მერე მოროდიორული მითვისება ტელეკომპანია „იმედის“.

 

აქ ძალიან მარტივადაა ყველაფერი, ის დანაშაულები, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი აქვს შეფარდებული, საზოგადოების თვალწინ მოხდა. აქედან გამომდინარე არ აქვს მას არავითარი მოთხოვნის დაყენების საშუალება და საბაბიც კი და ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X