
წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თანაკლასელი მოკლა. მოკლული და ეჭვმიტანილი ნათლია-ნათლული იყვნენ.
სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილი 33 წლის იყო.
არსებული ინფორმაციით, კაცი ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ:






















