14:29 | 2021-11-05 ავტორი: Prime Time

მამა პეტრეს წიგნი ქუთაისის ბიბლუსიდან მოიპარეს – ,,ქუთაისი, ცოტა ვერ გავიგე”?!

მამა პეტრეს წიგნი ქუთაისის ბიბლუსიდან მოიპარეს – ,,ქუთაისი, ცოტა ვერ გავიგე”?!

მამა პეტრე კოხლი სოციალურ ქსელში, წერს, რომ მისი წიგნი მოიპარეს.

„გირჩმა“ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართა
2021-11-05„გირჩმა“ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართა

 

„არ ვიცი რამდენად სწორია გამოთქმა, ,,წიგნის ქურდი ქურდი არ არის”, მაგრამ ჩემს ახალ წიგნს ეს ფაქტი შეემთხვა. დღეს ახლობი მირეკავს და მეუბნება, ქუთაისის ფილიალებში ვიყავი და არსად დამხვდაო… გამიკვირდა, რადგან სხვა ინფორმაცია მქონდა…

 

საქმეში ჩავერთე, დავრეკე ,,ბიბლუსის” საინფორმაციოში, სადაც მითხრეს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში ნამდვილად ფიქსირდება წიგნიო… მიბრუნდა ჩემი ახლობელი მაღაზიაში, სადაც ეუბნებიან, კი, ნაშთი ჩანს, მაგრამ თაროზე წიგნი არ დევს, მოიპარესო…. არა, კი მიხარია, რომ ასეთი ინტერესია ამ წიგნის გარშემო, მაგრამ ,,ქუთაისი, ცოტა ვერ გავიგე”?!“,- წერს მამა პეტრე.

ავტორი: Prime Time

X