
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგვაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს და ნატურალურ წვენებს ღებულობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
„ჩვენ მოგვმართა პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რაზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეცა გვეპასუხა. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და მათ შორის ერთი შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც – შეიძინა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტები.
როდესაც მან შემოსვლისას მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში როგორც იცით მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა საკუთარი ნებით მიეღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები, ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.
“ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს. მიშა ფაფებს ჭამს, კუჭის რეზექციის გამო სხვა საკვები არაფერი შეიძლებაო, დაჭერამდე ხინკალი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ახალნაოპერაციევი ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში.
ვითხოვთ მასალას! დაიდოს მასალა როგორ ჭამს. თუ არ დაიდება აღიარებაა რომ იტყუებით.
რაც შეეხება რეზექციას, გაკეთებული აქვს წლების წინ და სხვათაშორის უკმაყოფილო იყო, წონა ვერ დამაკლებინაო”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























