
ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმეა და ძალიან მძიმე ზამთარი გველის.
„ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმე რჩება, დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან მაღალი ციფრია და ძალიან სახიფათო ტენდენციაა, რომ მომავალი დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს ეს მართლაც სერიოზული გამოწვევა. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა,” – აცხადებს ჩხაიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 5,240 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 68, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,235 ადამიანი.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















