19:15 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

პენიტენციური სამსახური იმ პროდუქტების სიას აქვეყნებს, რომლებსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იღებდა.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჭამს მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პროდუქტებს.

 

ნახეთ გამოქვეყნებული ვიდეო აქ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X