
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას 24 საათი აქვს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა მელია ორშაბათს დიდ აქციას აანონსებს.
„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სააკაშვილის გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. და დანარჩენი რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნ,ა თავისუფლების მოედანზე გამცნობთ“,- ამბობს ნიკა მელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს
პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს
ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა
„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს
ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე






















