21:21 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

მინდა შეწყდეს გარჩევა, ვინ რამდენი „ფაფა ჭამა” – თამარ ჩერგოლეიშვილი 

მინდა შეწყდეს გარჩევა, ვინ რამდენი „ფაფა ჭამა” – თამარ ჩერგოლეიშვილი 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ეხმაურება.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, მისი დიდი სურვილია, რომ ეს დაპირისპირება შეწყდეს.

 

„მე მინდა რომ შეწყდეს ივანიშვილთან ბრძოლაში ადამიანების სიცოცხლის მსხვერპლშეწირვის დრამა, უდიდესი პატივისცემით, მონაწილეებთან.

 

ასევე მინდა შეწყდეს გარჩევა, ვინ რამდენად შორს წავიდა ამ მსხვერპლშეწირვაში, ვინ რამდენი “ფაფა ჭამა”.

 

მე მინდა რომ ყველამ შეწყვიტოს შიმშილობა და კრიზისი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ შეეხოს“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ჭამს მიხეილ სააკაშვილი ექიმების თანდასწრებით სპეციალურ საკვებს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს

 

პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

 

ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

 

„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს

 

ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე

ავტორი: Prime Time

X