
საქართველო Covid 19-ის სამკურნალო აბებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეპარატზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და გამოშვებამდე კლინიკური კვლევის დასკვნითი ეტაპია დარჩენილი.
ცერცვაძის თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ წამალს შეუძლია ინფექციის გართულების რისკები 50%-დან 90%-მდე შეამციროს.
„მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა. ასევე კვლევებით დასტურდება, რომ მედიკამენტები პაციენტმა დიაგნოზის დასმისთანავე უნდა მიიღოს და ასეთ შემთხვევაში დამძიმების რისკები, 50%-დან 90%-მდე მცირდება, შესაბამისად, მცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკები“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს
პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს
ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა
„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს
ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე






















