12:38 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

თბილისი-დედოფლისწყაროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა – მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა

თბილისი-დედოფლისწყაროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა – მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა

თბილისი -დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

 

შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. მძღოლს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და საჭესთან მყოფი დაიღუპა. „პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ- ერთმა მგზავრმა მოახერხა.

 

ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებული არ არის. გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია და ის დედოფლისწყარო- თბილისის რეისებს, წლების განმავლობაში ასრულებდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X