15:04 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია

ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში  იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული გათვლებით, ქვეყანაში დღეს იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია.

 

„ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს კიდევ გადატანილი აქვს, არის 54 პროცენტი. ე.წ. სეროპრელევანტობის კვლევამ, რომელიც ბოლოს ჩავატარეთ ზაფხულში, მოგვცა 42-პროცენტიანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები და ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ანუ დაახლოებით მოსახლეობის 46 პროცენტი არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია.

 

ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე 80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X