
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა ცვლილებების დროა და ეს მხოლოდ ხალხს შეუძლია გააკეთოს.
როგორც ლიზა იასკო ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისთვის მზადაა იმისთვის, რომ საზოგადოებას ცვლილებების აუცილებლობა აჩვენოს.
“ის პრინციპული ადამიანია, მზად არის მოკვდეს, რომ აჩვენოს ყველას, რომ უდანაშაულოა და მზად არის ამ რადიკალური ნაბიჯისთვის, რომ აჩვენოს სხვა ადამიანებს ცვლილებების აუცილებლობა. არ მინდა ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. ახლა მოქმედების დროა! თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები, საჭიროა მოვითხოვოთ ის”, – ამბობს ლიზა იასკო.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 39-ე დღეა შიმსილობს. დღეს, 8 ნოემებრს თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციის ჩატარებას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კი იქნება, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















