
საქართველოს მესამე პრეზიდეტნის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ბრონირებული მანქანით გაიყვანეს, შემდეგ კი ვერტმფრენში ჩასვეს. ამის შესახებ გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა.
„ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს როგორც ჩანს. ეს არის ჩემი ვარაუდი, ჩემი თვალით დავინახე როგორ გაიარეს აქ ბრონირებულმა მანქანებმა. ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის. სად შემიშვებენ, როცა აქ არ არის“,- ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პერზიდენტის მიხეილ სააკაშილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ციხეში 39-ე დღეა შიმშილობდა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























