18:47 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი: კლინიკა ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არის

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი: კლინიკა ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არის

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკის ტერიტორიაზე ვერტმფრენი არ დამჯდარა და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ კლინიკაში მოთავსება განხორციელებულა.

რატომ ძვირდება საწვავის ფასი საქართველოში - ეკონომიკის მინისტრის განმარტება 
2021-11-08რატომ ძვირდება საწვავის ფასი საქართველოში - ეკონომიკის მინისტრის განმარტება 

 

როგორც ექიმი აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, უნდა მიიყვანონ თუ არა გორის ჰოსპიტალში სააკაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკა ნებისმიერი პაციენტის მისაღებად მზად არის.

 

„მზადყოფნაში ვართ, ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა მოიყვანონ აქ პაციენტი, ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებისთვის, მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ვერტმფრენი უნდა დაჯდეს, არ მიგვიღია. შესაძლებელია, დაჯდეს. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა არის მრავალპროფილური და აქ შეგვიძლია ნებისმიერი პაციენტის მიღება“, – განაცხადა ურთქმელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X