11:08 | 2020-04-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

აჭარაში კორონავირუსის პირველი შიდაგავრცელება დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის პირველი შიდაგავრცელება დაფიქსირდა

აჭარაში შიდაგავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დაინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომლის პირველწყარო ცნობილი არ არის და ამჟამად მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამის შესახებ აჭარაში, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

„დაინფიცირებული ბათუმში მაცხოვრებელია, რომელსაც არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მას აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.

 

გაეწია პირველადი დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ დიაგნოსტიკისთვის მედალფაში გადაიყვანეს.

 

პირველადი ინფორმაციით ეს ქალბატონი აქტიური არ იყო. სანამ შედეგები არ გვექნება, პროგნოზის გაკეთება რთულია“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

  • გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X