21:30 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხე ჯოჯოხეთია

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხე ჯოჯოხეთია

ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ჭავლის მანქანები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო და სატვირთო ავტომობილების მობილიზება - გლდანის ციხეში ომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელიც მივიდა
2021-11-08ჭავლის მანქანები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო და სატვირთო ავტომობილების მობილიზება - გლდანის ციხეში ომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელიც მივიდა

 

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა და ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი პასუხი.

 

„კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ორი მიზეზის გამო, პირველი – ეს არის, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც სჭირდება ისეთ პაციენტს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი და მეორე – არანაკლებ მნიშვნელოვანი, პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. დაილია ამ ქვეყანაში საავადმყოფოები? ან თბილისში, რომ გადაეყვანათ ისეთ საავადმყოფოში, სადაც მას ნორმალური სამედიცინო სერვისი მიეწოდებოდა? ცდილობენ, რომ ჯოჯოხეთი მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე და ამას ყველაფერს ექნება შესაბამისი პასუხი“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X