21:57 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება – მელია 

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება – მელია 

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება. ამის შესახებ ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხე ჯოჯოხეთია
2021-11-08ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხე ჯოჯოხეთია

 

„არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა! მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან.

 

იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე.

 

ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი: Prime Time

X