09:54 | 2021-11-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მიშას გორში გადაყვანა დროებით მაინც განმუხტავდა ვითარებას – სალომე სამადაშვილი

მიშას გორში გადაყვანა დროებით მაინც განმუხტავდა ვითარებას – სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მიწაზე თმებით ათრიეს
2021-11-09მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მიწაზე თმებით ათრიეს

 

მისი თქმით, გავრცელებული ვერსია, რომ სააკაშვილი შესაძლოა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანათ, მეტად გონივრული იქნებოდა, რადგან გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტის ყოფნა ვითარებას ვერ განმუხტავს.

 

„გორში მიშას გადაყვანა დროებით მაინც განმუხტავდა ვითარებას. აქციის პარალელურად, მისი გლდანის ციხისკენ გატაცება, ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია. ისეთ ჩიხში შეყავთ ქვეყანა, საიდანაც უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ იარსებებს“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X