
ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლის, პედაგოგისა და ტელეწამყვანის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
„მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი. ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს“, – ნათქვამია დედაქალაქის მერის სამძიმრის წერილში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















