12:37 | 2021-11-09 ავტორი: Prime Time

ამ ქვეყანას არაფერი ეშველება… ამერიკამ დაიწყო ბავშვების აცრა, ჩვენ პენსიონრები ვერ ავცერით – გიორგი ფხაკაძე

ამ ქვეყანას არაფერი ეშველება… ამერიკამ დაიწყო ბავშვების აცრა, ჩვენ პენსიონრები ვერ ავცერით – გიორგი ფხაკაძე

„ამერიკამ დაიწყო ბავშვების აცრა, ჩვენ პენსიონრები ვერ ავცერით. არ დაიწყოთ ახლა, „ბავშვებს თავი დაანებეთ” – ტექსტებიპირდაპირ დაგბლოკავთ, ამოვიდა ყელში ამდენი გაუნათლებლობა და სიბნელე, მართლა სიბნელე და ნუ ამახსნევინებთ, რა არის სიბნელე და ვინ არის “ჟელატინი”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გიორგი ფხაკაძე წერს.

„ქალი იპოვეს მკერდზე მიკრული შვილით“ - გიორგი ფხაკაძე ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს
2021-11-06„ქალი იპოვეს მკერდზე მიკრული შვილით“ - გიორგი ფხაკაძე ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს

 

„ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. დეკემბერი ზუსტად ისეთი მოდის, როგორც ვთქვი … მართლა დამღლელია ….. მერე იტყვიან, ფხაკაძე წინასწარმეტყველიაო …. არადა იმისთვის ვამბობ, რომ ეს კატასტროფა არ მოხდეს და თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც, მაგრამ ვინ გისმენს ?! ყველა გისმენს და არავინ არ შეისმენს! ყველა გიჯერებს და არავინ იჯერებს!

 

ყველა უარყოფს და მერე ცოტა ხანში ყველა, დიახ, ყველა იმეორებს ჩემს სიტყვებს, თან ისე, რომ მძიმის დამატებაც ავიწყდებათ როდემდე უნდა იყოს ეს სიტუაცია?! ალბათ, სულ, სანამ ეს დაპირისპირება არ დამთავრდება… და როდის დამთავრდება?! მე არ ვიცი და თქვენ იცით?! ამასობაში დღეს 74 ქართველი დავკარგეთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X