
„გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის“,- წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.
„ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან“,- წერს სანდრა.
შეგახსენებთ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი.


ნახეთ ვიდეო ⇓ გელა ჩარკვიანი სიყვარულზე






















