14:55 | 2021-11-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსით 8 ბავშვია გარდაცვლილი – ივანე ჩხაიძე

საქართველოში კორონავირუსით 8 ბავშვია გარდაცვლილი – ივანე ჩხაიძე

8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის, საქართველოში 8 ბავშვი არის გარდაცვლილი კორონავირუსის გამო, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით. პროცენტულად, ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, ანუ 100 ინფიცირებულში 15 არის ბავშვი და ეს დაბალი მაჩვენებელი არაა, პირიქით…

 

8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის, საქართველოში 8 ბავშვი არის გარდაცვლილი კორონავირუსის გამო. ასე რომ, ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ კორონავირუსი, განსაკუთრებით ეს მუტაცია [დელტა შტამი] ბავშვებში ხშირია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია ბავშვებში 2020 წელთან შედარებით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X