
ბიზნესმენი, ვახტანგ ნიკოლავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და ჩელენჯს სთავაზობს.
„სრული სერიოზულობით, გთავაზობთ ჩელენჯს, ნაცები აპირებენ წალენჯიხის აყვავებას, თქვენ ააყვავეთ სენაკი და ორ წელიწადში შევადაროთ რომელი რაიონი უფრო მაგარია, პირველი მილიონი ინვესტიცია სენაკში ჩემგან იყოს. თუ ვაჯობეთ წალენჯიხას, გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას!
ვ.ნიკოლავა P.S მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ, რომ მივაწვდინოთ ხვა მთავრობას მე სენაკი!“,-წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვახტანგ ნოკოლავა, სამშენებლო კომპანია „GeoCo“ რესოციალიზაციის პროგრამაში ჩაერთო და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული 5 ყოფილი მსჯავრდებული დაასაქმა.























