
რამდენიმე წუთის წინ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დასრულდა შეხვედრა მსჯავრდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატებს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლებს შორის.
„იუსტიციის სამინიტრო უკვე საოცრებებს სჩადის. დღეს ისინი იპარავდნენ მტკიცებულებას. (ტანსაცმელს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ინციდენტისას ეცვა) მათ იცოდნენ რომ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შემოდიოდნენ ტანსაცმლის, როგორც მტკიცებულების ამოსაღებად, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ დაასწრო და დაიწყო ამოღება.
მიხეილ სააკაშვილი გააღვიძეს და ხელი მოაწერინეს მტკიცებულების ამოღების აქტზე. იგი მოატყუეს, მან ჩათვალა, რომ ეს იყო ინსპექტორის ხალხი და მოუწერა ხელი, ჩააბარა მტკიცებულებები, მაგრამ როგორც კი ტვ პირველის ეთერში ნახა რომ გარეთ ვიყავით ინპექტორის წარმომადგენლებთან ერთად, იკითხა თუ ვინ იყვნენ ესენი და როდესაც სიმართლე შეიტყო, არც აცია, არც აცხელა და წაართვა მათ ტანსაცმელი და აღარ შედგა ეს ამოღება” – თქვა ნიკა გვარამიამ.
ამის შესახებ ინსპექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ამბის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ფაქტს არ შესწრებია.






















