12:17 | 2020-04-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენეტებზე

ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენეტებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ორსულების მდგომარეობა „ყველაზე კარგია“.

 

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში, პროტოკოლის შესაბამისად, მათ ნაცხის ანალიზი ჩაუტარდებათ და სავარაუდოდ, ბინაზე გაეწერებიან.

 

„მინდა გითხრათ, რომ ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფების. შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს.

 

ბოლო რამდენიმე დღეა არანაირი გართულება არ გამოვლენილა და იმედია, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც პროტოკოლის მიხედვით ნაცხის ანალიზს ავუღებთ, სავარუდოდ, უარყოფით შემთხვევის შემთხვევაში ბინაზე გაწერებიან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მისივე თქმით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ამ ეტაპზე არანირი გართულება არ აღენიშნება. რაც ჰქონდა ის ჩივილების აღარ აქვს.

 

 

  • გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი.

 

  • კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

⭕Live: საუნივერსიტეტო კლინიკასთან განცხადება კეთდება

⭕Live: საუნივერსიტეტო კლინიკასთან განცხადება კეთდება

Gepostet von Prime Time am Montag, 6. April 2020

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X