10:58 | 2021-11-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ირაკლი ღარიბაშვილი ახლადარჩეულ მერებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ახლადარჩეულ მერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად არჩეულ მერებს ხვდება. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებთან.

 

კანცელარიაში უკვე მოვიდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებს ესწრებიან მხარის რწმუნებულებიც.

 

შეხვედრები ასევე გაიმართება შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებთან.

 

შეხვედრებს, დედაქალაქის გარდა, თვითმმართველი ქალაქის მერებიც დაესწრებიან.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X