12:01 | 2021-11-10 ავტორი: Prime Time

როგორ შეარჩიოთ ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბები?

როგორ შეარჩიოთ ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბები?

ხარისხიანი კედლის ქვაბის ყიდვა ძალიან მნიშვნელოვნია. ის  ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია.  ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.   «თერმონდუსტრია» გათბობა-გაგრილების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.  მთავარი მიმართულება გათბობის სისტემების პროექტირება და მონტაჟია.  კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის პროდუქციით ამარაგებს.  ფართო ასორტიმენტთან ერთად, გვთავაზობს ენერგოდამზოგ, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას.  ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

 

რა ტიპის კედლის ქვაბებია წარმოდგენილი თერმოინდუსტრიაში?

თერმოინდუსტრიაში წარმოდგენილი ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბები  ენერგოდამზოგი და ეკონომიურია. ყველა პროდუქტს აქვს ხარისხის შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი. კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორის „იტალთერმ“ის მიერ წარმოებული გათბობის ქვაბები  100%-ით იტალიურია.  თითოეული მათგანი მოწმდება სპეციალურ ლაბორატორიაში და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება საქართველოში. ხარისხიანი გათბობის ქვაბის არჩევისას მომხმარებელი სამუდამოდ თავისუფლდება საწვავის გადამეტებული ხარჯებისა და ხელოსნის დამატებითი მომსახურებისგან.

 

თერმოინდუსტრია გთავაზობთ ტრადიციულ და საკონდენსაციო კედლის ქვაბებს.

 

საკონდენსაციო გათბობის ქვაბის მუშაობის პრინციპი განსხვავდება ტრადიციულისგან. ის უფრო თანამედროვე და ეკონომიურია. საკონდენსაციო ქვაბის საკვამლე მილიდან გამოსროლილი წარმავალი აირების ენერგია გამოიყენება წყლის წინასწარ შესათბობად. შესაბამისად, საკონდენსაციო კედლის ქვაბი ნაკლებ საწვავს მოიხმარს და  ეკონომიურია. ენერგოდამზოგი გათბობის ქვაბები კომფორტულია მომხმარებლისთვის და იცავს გარემოს დაბინძურებისგან.

 

დამატებით რა უნდა გავითვალისწინოთ კედლის ქვაბის შეძენისას?

 

ზოგი მომხმარებელი ფიქრობს, რომ რაც უფრო მძლავრია კედლის ქვაბი, მით უკეთესია. სინამდვილეში, ეს მოსაზრება მცდარია. კედლის ქვაბის სიმძლავრე უნდა დავიანგარიშოთ შემდეგნაირად, 10 კვადრატული მეტრი სივრცის გასათბობად საჭიროა 1 კვტ ენერგია.

 

თითოეული შენობის გათბობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ სივრცის ადგილმდებარეობა, ფართობი და მისი სითბოდანაკარგები. ზოგიერთ შენობას, მაღალი სითბოდანაკარგების გამო, სჭირდება დათბუნება. კედლის ქვაბის შეძენამდე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ადგილმდებარეობაც. ის შეიძლება განთავსდეს შენობის შიგნით, სადაც არის სარკმელი. მაგალითად სამზარეულო ან სათავსო.  ქვაბის აივანზე განთავსების შემთხვევაში, აუცილებელია მისთვის გაკეთდეს სპეციალური კარადა. ყინვა არამხოლოდ აზიანებს ქვაბის შემადგენელ ნაწილებს, არამედ აფერხებს და არაეფექტურს ხდის მის მუშაობასაც.

 

(R)

ავტორი: Prime Time

X