12:21 | 2021-11-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ველოდებით, რომ კოვიდის მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს – ივანე ჩხაიძე

ველოდებით, რომ კოვიდის მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს – ივანე ჩხაიძე

საქართველოში კოვიდვითარება კვლავ მძიმეა. ინფიცირების მაჩვენებელი, ბოლო დღეებია, 6 ათასის ფარგლებშია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 7 ათეულს აჭარბებს. ექიმების თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოზიტიური პროგნოზის გაკეთება რთულია.

ძალიან შეგვაჩვიეს სიკვდილს, რომლის გამოც, არ აგებენ პასუხს - თამრიკო ჭოხონელიძე
2021-11-10ძალიან შეგვაჩვიეს სიკვდილს, რომლის გამოც, არ აგებენ პასუხს - თამრიკო ჭოხონელიძე

 

„მე ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს ინფიცირების რაოდენობა. ამის უკან შეიძლება იყოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, რაც, ბოლო კვირების განმავლობაში, პირიქით, დაბალ ციფრზე იყო და ამ მხრივ, მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს.

 

მეორე შესაძლო მექანიზმია ეპიდსაწინააღმდეგო მექანიზმების დაცვა, ნიღბის ტარებას ვგულისხმობ, სულ 35% მაჩვენებელი. სამწუხაროდ ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, სანამ ამ ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მივიღებთ,“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე ამბობს, რომ კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები, პრაქტიკულად, არაა და თუ ვითარების შემსუბუქება არ მოხდა, ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ვითარების შემსუბუქებისთვის აუცილებელ პირობად კი ის ვაქცინაციას ასახელებს.

 

პანდემია დამთავრდება მაშინ როდესაც ყველა პირი საქართველოში იქნება იმუნიზირებული ან დაავადების გადატანით, ან აცრით,“ – განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X