18:30 | 2021-11-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე – პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე – პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, – ამის შესახებ პროკურორი ჯარჯი წიკალაური აცხადებს.

 

როგორც პროკურორი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე.

 

სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილია
2021-11-10სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილია

 

„ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თ/აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში,

 

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისიძების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან, იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.

 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ“, – აცხადებს პროკურორი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X