
თინათინ ბასოშვილმა ოქროს ღილაკის გარდა კიდევ ერთი საჩუქარი დაიმსახურა. მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სწავლას დაუფინანსებს.
„შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სიმღერის ნიჭი, მაგრამ არ ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა, რომ მიიღოს პროფესიული მუსიკალური განათლება“ – ამბობს ირაკლი იმნაშვილი.
ეს შესანიშნავი ამბავი თინათინს, თაკო ფხაკაძემ და ირაკლი იმნაიშვილმა გაუზიარეს.
„მე მას და ქართველ მაყურებელს ვპირდები, რომ ნიჭიერამდე და ნიჭიერის შემდგომ თინათინს ცხოვრება იქნება, აბსოლიტურად განსხვავებული, მთელი „რუსთავი 2“ იქნება მის გვერდით და მისი ოცნება იქნება აუცილებლად ახდენილი“ – ამბობს თაკო ფხაკაძე.






















