
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მისივე თქმით, გამოკითხვის შემდეგ დაილუქა ის ტანისამოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლის დროს ეცვა.
„ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა ასევე სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ.
ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება. ამ დასკვნას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს”,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















