
ნინო ბურჯანაძის ხედვები აბსოლუტურად პროდასავლურია, – ამის შესახებ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის საპასუხოდ განაცხადა კითხვაზე, ბურჯანაძის, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთთან იყო კავშირში, კოალიციაში ყოფნა ერთგვარ უხერხულობას ხომ არ ქმნის.
„ქალბატონი ბურჯანაძე გავიცანი, პირადად ვიცნობ. ვესაუბრე და მისი ხედვები არის აბსოლუტურად პროდასავლური, მიუხედავად იმისა, რა წარსული აქვს და რა კავშირები და ვიზიტები ჰქონდა მას თავის დროზე მოსკოვში – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მომავლისთვის არ იბრძვის“, – განაცხადა მამულაშვილმა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















